„ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო პირველი სასწავლო სემესტრი.
აღსანიშნავია, მე-9 კლასში ჩატარებული პრეზენტაცია, რომელიც ორი საგნის - ქართული ენა/ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებით წარიმართა.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდნენ - ისტორიის მასწავლებელი მაგდა გოგბერაშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ გვრიტაძე.
მე-9 კლასელებმა მეტად საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და შესასწავლ თემას ჩაუღრმავდნენ.
„ლიტერატურა არ არსებობს ისტორიის გარეშე და არც ისტორია-ლიტერატურის გარეშე...ყველა ნაწარმოებს აქვს თავისი კონტექსტი-ფონი თუ გარემო, რომელშიც შეიქმნა ესა თუ ის ნაწარმოები, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია ტექსტის მრავალმხრივად გასაგებად.
დასახული მიზნის მისაღწევად და დავით გურამიშვილის - „დავითიანის“ უკეთ გასააზრებლად ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ IX კლასის მოსწავლეებმა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში იმოგზაურეს“,- გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ გვრიტაძე და პრეზენტაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები: