ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დიდი ზეიმით დასრულდა.
იქ ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამდეგი 2025 წელი მაყურებელს ლექსებით, სიმღერებით, შემოქმედებითი ნომრებითა და ცეკვებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ზეიმი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, ამაზე მოსწავლეთა მაღალი ჩართულობაც მეტყველებდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: