კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეთა აქტიურობითა და მასწავლებელთა დიდი ჩართულობით ჩატარდა საახალწლო კარნავალი.
მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო.
ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო დეკორაციები, შექმნეს ნიღბები, „თოვლის პაპები“ და „ნაძვის ხეები“.
ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა სხვადასხვა მხიარული აქტივობა: ბავშვებმა პრეზენტაციებით წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები, შეასრულეს თემატური სიმღერები და საცეკვაო ნომრები, მოეწყო კარაოკე, მოზარდებმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს გამოცანები და სახალისო შეჯიბრებები.
აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლებიც და, მოსწავლეებთან ერთად, სიმბოლური სიგელები, საახალწლო აქსესუარები და საჩუქრებიც დაიმსახურეს.
დღემ მეტად მხიარულ და დადებით გარემოში ჩაიარა. ღონისძიების დასასრულს ბავშვები ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
„ასე გავაცილეთ 2024 წელი და კარი გავუღეთ დამდეგ 2025 წელს. წინარეხის საჯარო სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს და უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობას და განათლებული თაობის სიმრავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: