სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიამ. დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სკვერში გაიხსნა მემორიალი - „დიდება გმირებს“.
ახლადგახსნილ მემორიალთან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სენაკელი გმირის ისტორიულ წარსულზე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა. აღნიშნეს, რომ „გმირებს დავიწყება არ უწერიათ“
გასვლით ღონისძიება პედაგოგ ნინო ჟიშკარიანის ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებმა გმირთა მემორიალი, სკოლის დირექციასთან ერთად, ყვავილებით შეამკეს.
იხილეთ ფოტოები: