სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
მეტად ნაყოფიერი იყო 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო ხუხუნი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა. მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. როლური თამაშის გამოყენება ტექსტის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისათვის. ინდივიდუალური აზრის შერწყმა სხვების მოსაზრებებთან. წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის შეძენა. პერსონაჟთა ქცევის მოტივში წვდომა და მათი საქციელის შეფასება.
მოსწავლეებმა როლური თამაშით საინტერესოდ გააცოცხლეს მოთხრობის პერსონაჟები, შექმნეს ნახატები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში. იმსჯელეს ნასწავლ ენობრივ მასალაზე. დასასრულს, შეავსეს თვითშეფასების კითხვარი.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ღია გაკვეთილს დირექტორის მოადგილე ციალა გოგოლი ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები: