სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და გამორჩეული აქტივობები ეწყობა.
მათ შორის, საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება - „სიკეთე გადამდებია“ ჩატარდა. მე-9 კლასის მოსწავლეებმა ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. მათ საახალწლო აქსესუარები მეორადი რესურსების გამოყენებით დაამზადეს.
ღონისძიებაზე მიწვეულმა იაპონელმა სტუმარმა ორიგამის ხელოვნების მასტერკლასი ჩაატარა და მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით დაასაჩუქრა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით განხორციელდა. მისი ხელმძღვანელი ნინო ბაცანაძე გახლდათ.
იხილეთ ვიდეოები: