შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოუსადეგარი საბურავებისგან საყვავილე ქონები დაამზადეს
09-01-2025

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

პირველი სასწავლო წლის მიწურულს ეკოკლუბელებმა ძველი, გამოუსადეგარი საბურავებისგან საყვავილე ქონები დაამზადეს და შეღებეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საღებავი შეიძინეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „გარემოზე ზრუნვა შენი მომავალია“ ფარგლებში.

მოსწავლეები საყვავილე ქონების განთავსებას სკოლის ეზოში ახლად გაშენებულ რომან ზოიძის სახელობის სკვერში აპირებენ. ეკოკლუბელები კიდევ რამოდენიმე საბურავისგან საყვავილე ქოთნების დამზადება/შეღებვას გეგმავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის ეზოში უკვე დგას მოსწავლეების მიერ საბურავებისგან დამზადებული ქოთნები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203