კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საახალწლო ღონისძიება 
09-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დიდი ზეიმით დასრულდა. 

იქ ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამდეგი 2025 წელი მაყურებელს ლექსებით, სიმღერებით, შემოქმედებითი ნომრებითა და ცეკვებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ ზეიმი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, ამაზე მოსწავლეთა მაღალი ჩართულობაც მეტყველებდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა. 

„გილოცავთ 2025 წელს, გისურვებთ უდიდეს სიხარულს, ბედნიერებასა და წარმატებებს“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...