საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რესპუბლიკურ ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს 
09-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში აქტიური, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. მათ შორის მოსწავლეები ომარ ხინიკაძე და ლევან ხინიკაძე ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის მეცხრე რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობდნენ. შეჯიბრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა.

მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, ლევან ხინიკაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხოლო ომარ ხინიკაძემ მესამე ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მათი წარმატებით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.

„წალკელმა ფალავნებმა“ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინეს. ჩვენმა სპორტსმენებმა თავიანთი შრომით, ბრძოლით და დაუღალავი მონდომებით ტურნირზე შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდეგში ულევ წარმატებასა და ულევ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის მწვრთნელს - ელიზბარ გოგიტიძეს, ფინანსური მხარდაჭერისთვის კი, ადგილობრივ სასპორტო სკოლის და მერიის ხელმძღვანელობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...