მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და არაერთ წარმატებას აღწევენ.
13 დეკემბერს, მესტიის რაიონში ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ცხუმარის საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი მოიპოვეს.
ცხუმარის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს - გოჩა შამფრიანს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მათ მომავალში.
იხილეთ ფოტოები: