თბილისის N61 სკოლის „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრებმა საახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართეს
09-01-2025

თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მოსწავლეებს საგნებთან ერთად ემპათიას, კაცთმოყვარეობას სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

წინასაახალწლოდ, სკოლის „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს.

მოსწავლეებმა შეაგროვეს არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები „უფასო სატრაპეზოსთვის“, რომელიც გახსნილია სამების ეზოში სოციალურად დაუცველი ქართველი ოჯახებისა და უკრაინიდან დევნილებისთვის.

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა - სალომე ჯღარკავამ, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ცენტრში მყოფი ბენეფიციარები მოინახულა და საახალწლო ნობათი და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ყოველი წლის ბოლოს, თბილისის N61 საჯარო სკოლა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციას ახორციელებს, რომელშიც სკოლის ყველა თანამშრომელი და მოსწავლეა ჩართული.

სასკოლო საზოგადოება ბედნიერია, რომ წინასაახალწლოდ საქველმოქმედო საქმეში თავისი მცირედი წვლილი შეიტანა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203