წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ, მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ბავშვების შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობას სთავაზობენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.
სემესტრის მიწურულს მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი - „დათუნია დრუნჩა“. მოსწავლეებმა გადაინაწილეს როლები და არაერთი მუსიკალური ნომერი დადგეს. ბავშვებმა როლები ოსტატურად მოირგეს - გაახმოვანეს ცხოველები და მათი ქმედებები.
აღსანიშნავია, რომ მათ წინასწარ უყურეს ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმს. თავადვე დაამზადეს სცენა, გამოჭრეს ცხოველების ფიგურები და გაითავისეს მოქმედი გმირების ხმა და ხასიათი. მუსიკალური ნომრები კი მეტად შთამბეჭდავად შეასრულეს.
ღონისძიება, რომელიც გაჯერებული იყო მუსიკალური ნომრებით, მუსიკის მასწავლებლის მედეა შარაბიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: