ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეები ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.
სკოლაში ჯადოსნური განწყობა დატრიალდა. სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები - ანა მშვენიერაძე, ეკატერინე აბდუშელშვილი, თათია დვალიშვილი, ინეზა ბანძელაძე, ნუნუ აფრიდონიძე ზღაპრული დღესასწაულით შეეგებნენ ახალი წლის შემობრძანებას.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს და სიკეთის, სიხარულის, ბედნიერების, წარმატების, მშვიდობის მომტანი წელი უსურვეს.