თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი თეატრში ითამაშეს 
09-01-2025

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის, მოსწავლეებმა თეატრში - „მეორე სახლი“ სპექტაკლი - „სატკბილეთის ქვეყანა“ ითამაშეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს. 

„ასეთი ტკბილი სპექტაკლი ვითამაშეთ თეატრში. დიდხანს უკრავდა ტაშს აღფრთოვანებული მაყურებელი.... სიხარულისა და ბედნიერებისაგან დაფრინავდნენ სასწაული ბავშვები მადლობა ირმას, ირმა მალაციძეს - პიესის ავტორს, სტუმრობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...