დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მათ შორის საერთაშორისო ინიციატივებში.
29 ნოემბერს, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების მასწავლებლის ბელა სულაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში - Ligh For Everybody - Eno Art 2024.
საერთაშორისო კამპანიის - „სინათლე ყველასთვის“ ფარგლებში მოსწავლეებმა ორიგინალური პერფორმანსები დადგეს და დამსახურებული სერტიფიკატითაც დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის.
იხილეთ ფოტოები: