ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ განათლებას, ასევე მათი შემოქმედებითობის განვითარება-წახალისებას. ამის მაგალითია, სკოლაში არსებული ცეკვის ანსამბლი „შინდისი“, რომლის მოცეკვავეები არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ანსამბლის - „შინდისის“ საჩვენებელი კონცერტი არტ ჰოლში ჩატარდა. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, შესანიშნავად შეასრულეს ცეკვები და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს.
„მადლობა, ჩვენს ქორეოგრაფს, ბექა ესიავას, ჩვენს მოცეკვავეებსა და მათ მშობლებს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო1