მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მრავალფეროვან ზეიმში ყველა მონაწილე განსაკუთრებული დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს. მათ სასკოლო საზოგადოებას 2025 წელი ლექსებით, სიმღერებთა და ინსცენირებებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობა იყო, რასაც შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლა შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა დატოვეს.
იხილეთ ფოტოები: