ლაგოდეხის N3 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კამპანიაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-01-2025

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებსა და არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. ბავშვებიც აქტიურობით გამოიჩევიან და არაერთ პროექტში მონაწილეობენ. 

მათ შორის, მოსწავლეები კამპანიის -„გაიგე მეტი თვითმმართველობაზე“ დაჯილდოვდნენ. თვითმმართველობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილე ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მე-11-მე-12 კლასელებს სერტიფიკატები და სიმბოლური ჯილდოები მიენიჭათ. 

მოსწავლეები საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა შუშტაკაშვილმა გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც, თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, 21 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203