ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა მოსწვლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება.
წლის მიწურულს, სკოლის მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება აღინიშნა. მოსწავლეები - ლიკა ხოზრევანიძე და ნათელა ბერიძე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა ულოცავს ლიკა ხოზრევანიძეს და ნათელა ბერიძეს დამსახურებულ ჯილდოს. ჰერეთისკარის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მომავალ წარმატებებს უსურვებს და ყველას ულოცავს 2025 წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: