სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას ზღაპრული განწყობა და ემოციები აჩუქა.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ახალი წელი იზეიმეს.
პატარებმა, დამრიგებლის - მარიამ ქოქოაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო აქტივობებით მიულოცეს მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას ახალი წლის შემობრძანება.
იხილეთ ფოტოები: