სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო ახალი წლისადმი მიძღვნილი აქტივობები. მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და სასკოლო საზოგადოება შობა-ახალი წელი მიულოცეს.
„გილოცავთ ახალ 2025 წელს! გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს! მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები: