სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასელი გიორგი ღვედაშვილის სპორტული წარმატებით ხარობენ.
22 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ღია ჩემპიონატი წოლჭიმში, სადაც ჭაბუკებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ღვედაშვილმა.
ძველი ანაგის სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას.