სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო სასწავლო წლის პირველი სემესტრი.
აღსანიშნავია, მე-8 კლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
კომპლექსური დავალების თემა გახლდათ - რა არის ნოველა ?როგორ იქცა ნამდვილი ამბავი ნოველის სიუჟეტად.
მოსწავლეებმა შეისწავლეს რევაზ ინანიშვილის ნოველები. რუბრიკის - „ჩემი გაკვეთილის 10 წუთი“ - ფარგლებში წაიკითხეს ამერიკელი მწერლის ო' ჰენრის ნოველები, გაავლეს პარალელები, შექმნეს კედლის გაზეთი, გადაიღეს ვიდეორგოლი (მოკლე რივიუ).
მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალება მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: