''სწავლა კეთებით'' - ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეების ინიციატივა
05-12-2016

ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში, მეორე სასწავლო წელია, მე-10 კლასში, არჩევითი საგანი არის მეწარმეობა. საგნის მასწავლებელი - თამარ აბესაძე.

სწავლების დევიზი არის „სწავლა კეთებით“. 

მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა პროექტი „ლინა“.

მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით აგროვებენ დაფნის ფოთოლს, თესლს, ასკილის ნაყოფს. პროდუქტს ახარისხებენ, ახმობენ, აფასოებენ და ამზადებენ სარეალიზაციოდ.

როგორც მასწავლებელი თამარ აბესაძე აღნიშნავს, მოსწავლეები ცდილობენ საგნის უკეთ შესწავლას, ელიან გარკვეულ ფინანსებს, რომელსაც გამოიყენებენ სკოლის კეთილდღეობისათვის. სწავლობენ, თუ რა არის ფინანსური მენეჯერი, დირექტორი, ადამიანთა რესურსები, მარკეტი, კონკურენცია, რეკლამა, აბრევიატურა.

საგნის მასწავლებელი მონიტორინგს უწევს მოსწავლეების ჩართვასა და აქტივობას პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. ამ მიზნით მათ დარგეს სკოლის შემოგარენის გასალამაზებლად დაფნის ნერგები და ყვავილები.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, აღნიშნულ საქმიანობას უფრო მასშტაბური ხასიათი მისცენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203