კიროვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტზე „საქართველოს კუთხეები“ იმუშავეს
19-06-2018
კიროვკის საჯარო სკოლის კლუბ „წიგნიერის“ წევრებმა პროექტი „საქართველოს კუთხეები“ განახორციელეს.
პროექტზე მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ.
მათ ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი მზია ჩოქური ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს კედლის გაზეთები და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები გეოგრაფიულ-ისტორიულ-კულტურული კუთხით.
„საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. მოსწავლეებმა პირველად გააკეთეს პროექტი და პრეზენტაცია და იმედი მაქვს, მომავალში უკეთესად წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.