ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისსხიან საგნობრივ განათლებას, მოწაფეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ.
25 დეკემბერს, სკოლის პირველ კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და დიდი შემართებით ჩაერთნენ, შესწავლილი პირველი ასო-ბგერები მხატვრულად მოხაზეს და შემოქმედებითი ნიჭიც წარმატებით წარმოაჩინეს.
კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აქტივობას პედაგოგი მთვარისა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო: