„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად განისაზღვრა ვალდებულებები სკოლებისთვის, რომლებიც შენობის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვას ეხება, თუმცა სანამ აღნიშნული საკითხი სკოლაში მოწესრიგდება, მინისტრის ბრძანებით, შენობა მანდატურებმა უნდა დაათვალიერონ:
„სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/უფლებამოსილი პირი ახორციელებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის მხოლოდ არადისტანციურ დათვალიერებას, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით“, - ნათქვამია ბრძანებაში.