წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ახალი წლის დღესასწაული შთამბეჭდავად აღინიშნა.
24 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება, როგორც აღნიშნავენ, ემსახურებოდა ახალი წლის განწყობის შექმნას სასკოლო საზოგადოებაში.
ღონისძიება განახორციელდა წამყვანმა პედაგოგებმა: მარიამ მჭედლიშვილმა და ხათუნა კრაველიძემ. ღონისძიების წმაყვანებიც აღნიშნული პედაგოგები გახლდნენ.
ზეიმი მოიცავდა მთელი რიგ სახალისო აქტივობებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„საახალწლო განწყობა მთელი პროცესის განმავლობაში იგრძნობოდა და ბოლოს კარაოკეს სახალისო სიმღერებით დაგვირგვინდა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.