თბილისის N64 სკოლის მოსწავლე ლილი უმფრიანი, საქართველოს სახელით, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალში მონაწილეობდა
13-01-2025

თბილისის N64 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭის, ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

განსაკუთრებული შემოქმედებითობით გამოირჩევა მოსწავლე - ლილი უმფრიანი, რომელიც საქართველოს სახელით ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალში - My First Steps 2024 მონაწილეობდა. ფესტივალი ეკვადორში, სამხრეთ ამერიკაში გაიმართა.

მოსწავლის ნამუშევარმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. 

ლილი უმფრიანის საახალწლო თამაზე შექმნილი ნამუშევარი მართლაც ზღაპრული სანახავია. 

„ბევრ წარმატებულ დღეს ვუსურვებთ ლილიკოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203