მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში პირველი სემესტრის მიწურულს საახალწლო ღონისძიებების სერია გაიმართა, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
მე-3 კლასის მასწავლებელმა, ხათუნა ლაშხიამ, ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „რა მოსდით ახალ წელს პიროტექნიკისაგან ჩიტებს და ცხოველებს?“, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
II კლასის მოსწავლეებმა კი შთამბეჭდავი სახალწლო ზეიმი გამართეს დამრიგებლის - ლანა ლატარიას ხელმძღვანელობით და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
საზეიმო ჟრიამულს სხვადსხვა კლასის მოსწვალეებიც დიდი ზარ-ზეიმით შეუერთდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია IV კლასის საახალწლო ღონისძიება, რომელსაც დამრიგებელი თაკო ხვიჩია ხელმძღვანელობდა და რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: