ალპანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სინაგოგა შეისწავლეს
13-01-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარებს. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო სასწავლო წლის პირველი ნახევარი.

X კლასში ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, შეირჩა მიმართულება - „ჩემი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“. საკვლევი ობიექტი იყო ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სინაგოგა.

როგორც სკოლის პედაგოგი სალომე ფრუიძე აღნიშნავს, თემის აქტუალობა განსაზღვრა შემდეგმა საკითხმა: ქართველებისა და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ქვეყანაში შემორჩენილია მხოლოდ XIX-XX საკუნეების სინაგოგები. თემის ირგვლივ არსებული ლიტერატურის შესწავლამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ფაქტიურად შეუსწავლელია საქართველოში ებრაელთა სალოცავების ისტორია და არქიტექტურა და, შესაბამისად, ხელოვნების სახელმძღვანელოებში ძირითადად წარმოდგენილია ქრისტიანული და მუსლიმური საკულტო ძეგლები და მათი ისტორიები.

„კვლევისას ყურადღება გავამახვილეთ სინაგოგის არქიტექტურულ სტილზე. ებრაელთა საკულტო ძეგლის ცელკეული ხუროთმოძღვრული დეტალების ქრისტიანული ტაძრების დეტალებთან მსგავსება-განსხვავებაზე“,-  დასძენს პედაგოგი. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, ინფორმაციული და მრავლისმომცველი აღმოჩნდა და მე-10 კლასელების აქტიური ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203