კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემეტრი გაჯერებული იყო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე- 6 კლასის მოსწავლეების მიერ, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტი - „მე ვარ ხელოვნების ექპერტი“.
მოსწავლეებმა წარადგინეს საყვარელი მხატვრების ნამუშევრები, შეადარეს ევროპელი მხატვრები ქართველ მხატვრებს, ეპოქების მიხედვით, როგორც თანამედროვე ასევე წინა საუკუნეებში მოღვაწენი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით შექმნეს რამდენიმე ნიმუშის ასლი.
პროექტს მასწავლებელი ხათუნა ბაიაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: