შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს, აქტივობებსა თუ სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ნაყოფიერი იყო 2024-2025 სასწავლო წლის პირველი ნახევარი.
აღსანიშნავია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლიკა ბედინაშვილის ჩატარებული ღია გაკვეთილი თემაზე - რეზო ჭეიშვილის „სურათებიანი წიგნი“.
გაკვეთილის მიზანი იყო კრიტიკული აზროვნების განვითარება და გრამატიკული საკითხების განხილვა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაანალიზეს ტექსტი და ისაუბრეს, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს წიგნს, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და მოყვანეს მაგალითები. ასევე, გაითავისეს ძალადობის ისეთი ფორმა როგორიცაა - „ბულინგი“, გაავლეს პარალელი ზემოხსენებულ საკითხთან. ამასთანავე, დაეუფლენ ისეთ გრამატიკულ საკითხებს როგორიცაა: ზედსართავი სახელი და რიცხვითი სახელი. შეასრულეს დავალებები, რომელიც მასწავლებელს წინასწარ ჰქონდათ მათთვის მომზადებული. გაკვეთილი ნაყოფიერად წარიმართა.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ბავშვებს განმავითარებელი შეფასება მისცა.
იხილეთ ფოტოები: