მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
შესაბამისად, სკოლაში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებას მეტად კრეატიულად მიუდგნენ და ორიგინალური წარმოდგენა - „ახალი წელი ლუარსაბის ოჯახში“ დადგეს.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის უკვდავი გმირები გააცოცხლეს, როლები ოსტატურად მოირგეს და მეტად სახალისო და საინტერესო სპექტაკლი წარმოადგინეს.
იხილეთ ვიდეომასალა: