ქალაქ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის I სემესტრი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის. მთელი სემესტრის განმავლობაში სკოლაში, პროექტი „ჯაჭვის სუსტი რგოლი“ ხორციელდებოდა.
პროექტში, რომლის ვტორი რ.ჭედიშვილი გახლდათ, მონაწილეობდნენ მერვე, მეცხრე, მეათე კლასების მოსწავლეები. პროექტი მოიცავდა ინტელექტუალური თამაშების სერიას.
კლასების მიხედვით ჩატარებულმა ინტელექტუალურმა შეჯიბრებამ გამოავლინა ფინალისტი მოსწავლეები.
19 დეკემბერს კი ჩატარდა ფინალური შეხვედრა. თამაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაძაბულად, მაგრამ დიდი ინტერესით წარიმართა.
პროექტის ავტორი მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს და სკოლის მასწავლებლებს დახმარებისთვის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი გაგრძელდება მეორე სემესტრშიც.
იხილეთ ფოტოები: