ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა არჩევნების როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
13-01-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი სამოქალაქლო ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

27 დეკემბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - დიანა ზურაბიანი) მოაწყვეს სამოქალაქო განათლების პროექტის - „როგორ შეიძლება იმოქმედოს არჩევნებმა, ჩვენს მომავალზე“ პრეზენტაცია. მოსწავლეთა საგნის მასწავლებელი ლია ჯალაღანია გახლავთ. 

პროექტის მიზანს წამოადგენდა არჩევნების როლის გააზრება დემოკრატიულ საზოგადოებაში.

კლასში მოსწავლეებმა მსჯელობის საფუძველზე, შეძლეს ეპასუხათ ისეთი კითხვებისთვის როგორებიც არის: როგორ უზრუნველყოფს არჩევნები ხალხის მიერ მმართველობის ლეგიტიმურობას? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გამოხატოს საკუთარი პოზიცია? როგორია ისეთი არჩევნები, რომელიც ხალხის ნდობას იმსახურებს?

მათ პედაგოგთან ერთად გამართეს დისკუსია, თუ როგორ ესმით არჩევნების მნიშვნელობა.

მათი მთავარი გზავნილია შემდეგია - არჩევნები არის ჩვენი შესაძლებლობა, ვიმოქმედოთ მომავალზე. ყოველი ხმა მნიშვნელოვანია და თითოეულ მოქალაქეს აქვს უნარი, შეცვალოს თავისი ქვეყანა უკეთესობისკენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203