სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად კაცთმოყვარეობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის - ახალი წლის დამდეგს - IVგ კლასის მოსწავლეები მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ, სათნოების სახლის ბენეფიციარებს ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს.
„ჩვენი სკოლის IVგ კლასის პატარებმა მიუსაფართა სახლ კათარზისში სპექტაკლი წარადგინეს. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, მოხუცები აღფრთოვანებასა და სიხარულს ვერ მალავდნენ.პატარებმა მათ ტკბილეული გადასცეს და დაჰპირდნენ, რომ მათი ხშირი სტუმარები იქნებიან“, - გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.