ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მუსიკალური საღამო გაიმართა
19-06-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლის ლალი ქათამაძის თაოსნობით მუსიკალური საღამო გაიმართა. სტუდიის მოსწავლეებმა მაყურებელს არაერთი საინტერესო და სახალისო მუსიკალური ნომერი წარუდგინეს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მინიატურული დადგმები.დამსწრე საზოგადოება მოსწავლეების სამსახიობო ნიჭმა აღაფრთოვანა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამო სკოლაში არსებული სტუდიის ერთგვარ საანგარიშო ღონისძიებას წარმოადგენდა.
„სკოლაში უკვე ერთი წელია მუსიკალური სტუდია ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე მუსიკას ეცნობიან და სწავლობენ. სტუდიის აღსაზრდელები არაერთ კონკურსში მონაწილობდნენ და გაიმარჯვეს კიდეც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების მსვლელობისას სტუდიის სახელთან დაკავშირებით დარბაზში გამოკითვა ჩატარდა.
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სტუდიას „ცისარტყელა“ ერქმევა.
ღონისძიებას სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი მურმან გორგოშაძე ესწრებოდა.
მურმან გორგოშაძემ მოსწავლეებს სტუდიის წარმატება მიულოცა, წარმოდგენა მოიწონა და წარმატება უსურვა.