ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი
13-01-2025

ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული განწყობა დატრიალდა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს არაერთი საახალწლო აქტივობა შესთავაზეს და ბავშვებს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს. 

დიდ საახალწლო ზარ-ზეიმს აქტიურად შეუერთდნენ მე-21 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული განწყობა და ემოციები გაუზიარეს. 

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს შობას და ძველით (ქრისტიანულ) ახალ წელს ულოცავენ.

„დაე, ყველა ქართველს აუსრულდეს, რაც გულით ინატროს“,- აღნიშნავს პედაგოგი შორენა აბულაძე და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და კოლეგებს დღესასწაულებს კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ბუნების ძალავ, შენ გაუთენე ჩვენს ქვეყანას ბედნიერი შობა-ახალი წელი! კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემო პატარებო , მშობლებო, კოლეგებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში“,- ამბობს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...