თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე V საუკუნის საქართველო გააცოცხლეს
14-01-2025

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მათ შორის აღსანიშნავია, პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს გამართული თეატრალიზებული სანახაობა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა მე-5 საუკუნის საქართველო გააცოცხლეს. 

„ისტორიის სწავლებისას თეატრალიზებული პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზაციას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებით უნარებს, ზრდის მოტივაციასა და თვითშეფასებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ისტორიის მასწავლებელ ლელა ზაქარეიშვილის მიერ მე-7ბ კლასში გრიგოლ აბაშიძის პოემა „დედა- ციხის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და საგულდაგულოდ შერჩეული რეკვიზიტებითა და კოსტიუმებით გააცოცხლეს მე- 5 საუკუნის საქართველო.

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისა და თანამონაწილეობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203