ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს, თამარ ზარნაძეს დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა განშორება პატარა ღონისძიებით აღნიშნეს.
მათ ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და იცეკვეს.
მასწავლებელმა თავის აღსაზრდელებს ახალ სასწავლო საფეხურზე წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები