14 იანვარი ზამთრის არდადეგების ბოლო დღეა. ხვალიდან, 15 იანვრიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ახლდება შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყომ საგაკვეთილო განრიგის შევსება/ცვლილება, 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შესაბამისად, 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელია Microsoft Teams-ისა და ელექტრონული ჟურნალის მიზნებისათვის.
აქვე გაცნობებთ, რომ იმ საგნებს, რომლებიც არ ისწავლება 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა მოენიშნოს „გაუქმება“ და არა „წაშლა“.
გაკვეთილის გაუქმების თარიღად კი, მითითებული უნდა იქნეს 2024 წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო ისეთი საგნისა და გაკვეთილის დამატების შემთხვევაში, რომელიც არ ისწავლებოდა 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მაგრამ ისწავლება მეორე სემესტრის დაწყებისთანავე, გაკვეთილის დაწყების თარიღად მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახვის თარიღი. ხოლო ისეთი საგნის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა ისწავლებოდეს მეორე სემესტრის შუა რიცხვებიდან (არა სემესტრის დაწყებისთანავე), მათი ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა განხორციელდეს თარიღების სიზუსტით;