„საუკუნო საგზალი“ - თბილისის N16 სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო სასწავლო პროექტი და შთამბეჭდავი შემაჯამაბელი პრეზენტაცია
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით ხორციელდება არაერთი საინტერესო სასწავლო პროექტი.
თბილისის N16 სკოლის IX ბ და IX გ კლასებში 24 დეკემბერს შეჯამდა სასწავლო პროექტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელწოდებით - „საუკუნო საგზალი“. პედაგოგი მაია ჯერვალიძე
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მთავარი იდეა იყო - მოსწავლეები სიღრმისეულად გაცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილების - ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველასა და გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და რაც მთავარია, მათ ისტორიულ როლს ეპოქის განვითარებაში.
სასწავლო მიზანი კი:
- დიდი ქართველების - ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ვაჟა ფშაველასა და გა ბრიელ ეპისკოპოსის ბიოგრაფიული ელემენტების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლის ფონზე - მათი ღვაწლის გააზრება ერის წინაშე;
- დაფიქრება საკითხზე - ვინ უფრო დიდი ქართველია - და რა იქნებოდა XIX-XX საუკუნე ასეთი პატრიოტების გარეშე
- სიღრმისეული დავალებების შესრულებით იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მოითხოვს აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას;
- ურთიერთთანამშრომლობითა და კოოპერაციით მოტივაციის გაზრდა და რაც მთავარია, მყარი , მორალურ -ზნეობრივი ხედვის ჩამოყალიბება.
მოსალოდნლი შედეგები:
- მოსწავლეები მიეჩვევიან ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას;
- განუვითარდებათ პრეზენტაციის უნარი;
- მიეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას, თანამონაწილეობით სამუშაოს შესრულებასა და კოოპერაციას;
- გამოუმუშავდებათ თანამონაწილეობისა და ურთიერთმხარდაჭერის ვალდებულება/პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი;
- ხელი შეეწყობა ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას.
პროექტი მე-9 კლასელებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილების შესახებ ბევრი ახალი და ნაკლებად ცნობილი ინფორმაცია მოიძიეს და საკითხს ჩაუღრმავდნენ. ნაყოფიერი სამუშაო კი საინტერესო პრეზენტაციით დააგვირგვინეს.
იხილეთ ვიდეო