თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი იტერესით გამოირჩევა პროექტებით სწავლება.
პირველ სასწავლო სემესტრში, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებელ, თეა კობახიძესთან ერთად, მოამზადეს პროექტი - „გადაცემებისა და ანონსების მუსიკალური გაფორმება“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს აღნიშნული საკითხი, საჭირო წესები, სტრუსტურა, ფორმატი, გასათვალისწინებელი დეტალები და ამის შემდეგ დაიწყეს ვიდეოფრაგმენტების ჩაწერა.
მათი სურვილისამებრ, აირჩიეს თემა, მოიძიეს და დაამუშავეს საპრეზენტაციოდ, რის შემდეგაც გააფორმეს მუსიკალურად.
გასათვალისწინებელი ყველაზე მთავარი დეტალი: მუსიკა თემატურად და სტილისტურად, უნდა ჩამჯდარიყო თემის ხასიათსა და კომპოზიციაში. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას.
პროექტი მე-4 კლასელებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: