„ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო...“ - შთამბეჭდავი ღონისძიება თბილისის N136 საჯარო სკოლაში
14-01-2025

თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

25 დეკემბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა და ამავე დროს V კლასის დამრიგებელმა - მაკა კაციტაძემ, მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა ღონისძიება – „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო...“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივებას. საქართველოს ეროვნული კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციული სამოსის, სიმღერის, ცეკვის, პოეზიის პოპულარიზაციას.

მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“ საქართველოს მეფეები, დედოფლები და წმინდანები. ბრწყინვალედ შეასრულეს და გაითავისეს საქართველოს ჯარისკაცების, დიდებული მეფეების როლები. წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მაყურებლამდე მიიტანეს ქართული სული.

„პატარებმა თავიანთი ანთბული გულებით შეძლეს მოფერებოდნენ ქვეყანას, რომლის მიწაც ერთნაირად ძვირფასია ყველასთვის. შემეცნებითი ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, რისთვისაც სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მიმოზა მაისურაძემ წარმატებები უსურვა მომავალ თაობას, ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს. ასევე უსურვა მათ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. პ.ს. მადლობა თითოეულ წევრს,თითოეულ ადამიანს ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა“,- გვეუბნება ღინისძიების ხელმძღვანელი მაკა კაციტაძე და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

„როგორი გრძნობით და ემოციითაც ეს სცენარი დავწერე, როგორი გულითაც ბავშვებამდე მივიტანე, როგორი ენერგიითაც ვიმუშავე, ზუსტად ისე დაიხარჯა დღეს თითოეული მოსწავლე, ზუსტად ისე დამიბრუნეს ამაგი“,-აცხადებს კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203