თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
„გინდათ საინტერესო, სახალისო, მრავალფეროვანი, მეგობრობით, სიყვარულით, სიკეთით, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება? მაშინ შეიყვარეთ კითხვა და დაუმეგობრდით წიგნებს!“- ამ სიტყვებით ხშირად ახსენებენ მასწავლებლები მოწაფეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობას, მოსწავლეებიც წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში ხალისით მოგზაურობენ.
ეს რომ ნამდვილად ასეა, 133-ე საჯარო სკოლის მე-4ვ კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს.
მათ თავიანთი საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს და მაყურებელი ზღაპრულ სამყაროში გაიტაცეს.
„წიგნი მართლაც, რომ საუკეთესო მეგობარია! მასთან ერთად არასოდეს მოიწყენ“,- აღნიშნავენ წიგნისმოყვარულები თბილისის N133 საჯარო სკოლიდან.
იხილეთ ფოტოები: