თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებისთვის სემესტრის დასასრული ნამდვილ საშობაო ზღაპარს ჰგავდა, ჯადოსნური დღესასწაულის მომლოდინე პატარებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ზეიმი შესთავაზეს.
IIIგ კლასის მოსწავლეებმა ითამაშეს სპექტაკლი - „ახალი წელი სხვენზე“, მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლი - ზოგი თაგვი იყო, ზოგი ბებია, ბაბუა და ა.შ. საშემსრულებლო ოსტატობით კი, დამსწრე საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცეს.
სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი 2025 წელი მიულოცეს და საზეიმო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები და სპექტაკლში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
კლასის დამრიგებელი თამარ ბანცაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: