განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წელს ავტორიზაციის პროცესს პირველად 240 საბავშვო ბაღი გაივლის.
უწყების განმარტებით 2024 წელს, დამტკიცდა ავტორიზაციის განრიგი, რომლითაც განისაზღვრა 2025-2030 წლამდე პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის რიგითობა.
„2024 წელს, ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა ექსპერტთა კორპუსის და ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და ვორქშოპები სტანდარტებით გათვალისწინებულ შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხებზე;
6 დაწესებულებაში განხორციელდა სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი, რომლის შედეგებიც ცენტრმა გამოიყენა ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარებისთვის;
დაწესებულებების მხარდაჭერის ფარგლებში მომზადდა 12 მეთოდოლოგიური დოკუმენტი;
ყველა დაწესებულების წარმომადგენელი გადამზადდა ავტორიზაციის I და III სტანდარტებით გათვალისწინებულ საკითხებში“