ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული განწყობა დატრიალდა.
მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. პატარებმა სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ბუგეულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: