2025 წლის 2 იანვრიდან დღემდე სკოლებმა 352 ახალი ვაკანსია გამოაცხადეს და მათგან 60 14-15 იანვარსაა გამოქვეყნებული.
კადრებს ეძებენ როგორც დედაქალაქის ისე რეგიონების საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მათემატიკა, უცხოური ენა, ჭადრაკი, დაწყებითები, გეოგრაფია, ისტორია, მუსიკა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ საგნებისა, რომელთა სპეციალისტებზეცაა მოთხოვნა - დეტალური ინფორმაცია მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას, რა მოთხოვნებს უყენებენ სკოლები მომავალ თანამშრომლებს და რა არის საჭირო დასაქმებისთვის.
დეტალური ინფორმაცია, სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ, იხილეთ ბმულზე